56 ათასი ლარი მხოლოდ ავტომობილებისთვის – გაიგეთ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის სხვა ხარჯებიც

March 5, 2020

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მორიგ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში, 2018-19 წლის მონაცემებით სულ 1,079,055 ლარი გაიცა – ხელფასების, პრემიების, ავტომობილების შეკეთების და საწავავის ხარჯების, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებების და რესტორნებში დახარჯული თანხების სახით.

2018 წელს ადმინისტრაციებში ხელფასის სახით 390,899 ლარი, ხოლო 2019 წელს 465,415 ლარი გაიცა. ამავე კვლევის თანახმად 2019 წელს, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციას ხელფასები 74,516 ლარით გაეზარდათ.

პრემია დანამატების სახით 2018 წელს 28,550 ლარი გაიცა. 2019 წლის მონაცემით ეს რიცხვი 22,000 ლარს შეადგენს.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციების მფლობელობაში 10 ავტომანქანაა, რომელთა შეკეთების ხარჯები, 2018-19 წლებში სულ 56 511 ლარია.

2018-19 წლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ადმინისტრაციების მიერ გახარჯული საწვავი 49 261 ლიტრია, რომლის ჯამური თანხა 106 099 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ, 2018-19 წლებში სატელეფონო კომუნიკაციაზე გახარჯული თანხა 4 921 ლარს შეადგენს, მივლინებებზე ადმინისტრაციებმა 3 036 ლარი დახარჯეს, ხოლო რესტორნების, ალკოჰოლისა და სხვა წარმომადგენლობითი (სასმელი, პროდუქტი და ა.შ) ხარჯებში 1 624 ლაი დაიხარჯა.

Leave a Reply