84 კოვიდინფიცირებული და 87 გამოჯანმრთელებული – სამცხე-ჯავახეთი, სამხარეო ადმინისტრაცია

November 25, 2020

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. 

ინფიცირების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • 19 ახალციხე
  • 28 ადიგენი
  • 12 ასპინძა
  • 7 ახალქალაქი
  • 16 ბორჯომი
  • 2 ნინოწმინდა

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვეუბნება, რომ ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთიდან 138 ნიმუში რჩება კვლევაში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 156-მდე პირი, მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა. 

თვითიზოლაციაში 1659 და საკარანტინე სივრცეში 275 პირია მოთავსებული.

რეგიონში სულ ინფიცირებულია – 1912, გარდაცვლილია 17 პაციენტი და გამოჯამრთელებულია 519 პირი.