9-11 ავტომანქანა 5-ს ნაცვლად – ადიგენის მერია #აუდიტი

March 15, 2021

ადიგენის მუნიციპალიტეტი 2018-2019 წლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა 9-11 სამორიგეო ავტომანქანით, მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია 5. ამისთვის უწყებამ 83 ტონაზე მეტი საწვავი დახარჯა, სულ 180 000 ლარზე მეტი ღირებულების – დასკვნას აუდიტის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

აუდიტის დოკუმენტში წერია, რომ საწვავი გამოყენებულია, სავარაუდოდ, არაავტორიზებული ავტომანქანებისთვის. აქვე ვკითხულობთ, რომ ცალკეულ ავტომანქანაზე ერთჯერადად ჩასხმული საწვავის მოცულობა აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას.

ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას მნიშვნელოვნად აღემატება.

როგორია ადიგენის მერიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ? ამის გარკვევას ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა მერი, ზაქარია ენდელაძე ჩვენს  ზარებს არ პასუხობს.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი სხვა დარღვევების შესახებაც შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს TOK TV და ვებ გვერდს Toktv.ge

Toktv.ge