COVID-19-ის სავარაუდო კლასტერი ადიგენიდან – ადიგენის ჯანდაცვის ცენტრი უარყოფს მის მიერვე დადასტურებულ ინფორმაციას – განახლება

April 22, 2020

ყურადღება: სტატია შეცვლილია დამატებითი ინფორმაციის მიხედვით.

ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუიზან ქიმაძე უარყოფს ორი საათის წინ მის მიერვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 11 დღის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტუმრად იყო ჩასული კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეეშალა და მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელება გამორიცხა. “მეც ადამიანი ვარ და შემეშალა”– გვეუბნება ის.

TOK TV -სთან ერთად მან ინფორმაცია ერთი საათის წინ სხვა მედიასაც დაუდასტურა.

უარყოფამდე რუიზან ქიმაძე აცხადებდა, რომ “ის ოჯახი (ვისთანაც სტუმრობდა) დღეს მოვიძიეთ და აკონტროლებს პოლიცია. ჯერ -ჯერობით საჭირო არ არის გადავიყვანოთ კარანტინში. პირი 10 დღის წინ იყო მათთან კონტაქტში”.

TOK TV -მ სოფელში სადაც ოჯახი ცხოვრობს, პოლიცია დღის განმავლობაში არაერთხელ ნახა. ოჯახში ახლა ადატურებენ პირის სტუმრობას, მაგრამ უარყოფენ, რომ სტუმარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აქ ამბობენ, რომ პირს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ჰქონდა და საავადმყოფოდან ხვალ გამოწერენ.

TOK TV ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის – 416 დასასტურებული, შემთხვევაა რომელთაგან – 107 გამოჯანმრთელებული და – 5 გარდაცვლილია.

Leave a Reply