Covid-19-ის შემთხვევები საქართველოსა და რეგიონებში – Stopcov.ge

November 13, 2020

გასული 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის კიდევ 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის რეგიონში სულ 1014 კოვიდინფიცირებულია. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ავრცელებს.

იმავე წყაროს მონაცემებით,  დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 3 473 გამოვლინდა, 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 37 პაციენტი გარდაიცვალა.  

შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 

  • თბილისი – 1 493
  • აჭარა – 448
  • იმერეთი – 513
  • ქვემო ქართლი – 190
  • შიდა ქართლი – 175
  • გურია – 55
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287
  • კახეთი – 98
  • მცხეთა-მთიანეთი – 119
  • სამცხე-ჯავახეთი – 72
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

Stopcov.ge-ს  მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 73 154 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 55 511 გამოჯანმრთელებული და  636 გარდაცვლილია.

Toktv.ge