COVID-19: ორი გარდაცვლილი და 60 ინფიცირებული – სამცხე-ჯავახეთის, სამხარეო ადმინისტრაცია

November 16, 2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 2 პირი გარდაიცვალა, რის შემდეგაც რეგიონში ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა 11-ს გაუტოლდა – ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.

“ორი პირი გარდაიცვალა კიდევ, ერთი ახალციხეში 84 წლის მამაკაცი და მეორე ადიგენში 83 წლის ქალბატონი,” – გვეუბნება რეგიონული ადმინისტრაციის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე.

იმავე წყაროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მათ შორის:

  • ადიგენში – 8
  • ახალციხეში – 24
  • ახალქალაქში – 2
  • ნინოწმინდაში – 4
  • ​ბორჯომში – 20
  • ასპინძაში – 1

ასევე, ინფიცირებულია 1 უცხო ქვეყნის მოქალქეც, თვითიზოლაციაში – 1 460 პირი და კარანტინში – 303 პირია მოთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის  – 1264 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან – 204 გამოჯანმრთელებული და – 11 გარდაცვლილია.