საქართველოდან სომხეთში გაგზავნილი ტვირთი უკვე ადგილზეა — ჯავახეთის ფონდი

October 9, 2020

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთში შეკრებილი საქველმოქმედო ტვირთი უკვე სომხეთშია. ვიდეოში Ასევე ისმის, რომ ნინოწმინდიდან გაგზავნილი პროდუქტით დატვირთული რამდენიმე მანქანა გზაშია.

დეტალების გასარკვევად ჩვენ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს დავუკავშირდით. გვითხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას თუ რამდენი მანქანა გადადის ყოველდღიურად ჯავახეთიდან სომხეთში.

“საორგანიზაციო ჯგუფები არის ყველა სოფელში, ასე კონკრეტულად ერთი ადგილი არ არის სადაც შესაძლებელია მიიტანონ ნივთები და პროდუქტი. ყველა სოფლელი დამოუკიდებლად იღებს საბაჟოდან ნებართვას და აგზავნიან. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი მანქანა გადადის სომხეთში არ გვაქვს,” – გვითხრა ახალქალაქის მერმა.

მან ასევე დაამატა, რომ ვალეს გამშვებ პუნქტზე იყო საცობები, თუმცა ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია.