PHR: ნინოწმინდის პანსიონატიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ

June 5, 2021

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯახო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ. ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანა აბაშიძეს თქმით სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ სასამართლოს მიმართეს.

“დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე, ამ წამს უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან,” – თქვა ანა აბაშიძემ გამართულ კონფერენციაზე

ანა არგანაშვილმის თქმით, კი – “სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია”. 

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის  შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.