სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა – მიზეზი «Sputnik V» ვაქცინაა

March 12, 2021

სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრმა მარეკ კრაიცმა თანამდებობა დატოვა, რისი ოფიციალური მიზეზიც კოალიციურ მთავრობაში რუსული «Sputnik V» ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით არსებული განხეთქილება გახდა. ამის შესახებ სლოვაკური სააგენტო TASR იუწყება.

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა იგორ მატოვიჩმა მადლობა გადაუხადა კრაიცს გაწეული სამუშაოსთვის და გადადგომას «ისტორიაში ყველაზე აბსურდული» უწოდა.

სლოვაკეთი გახდა ევროკავშირში მეორე ქვეყანა უნგრეთის შემდეგ, რომელმაც «Sputnik V» ევროპის წამლების სააგენტომდე (EMA) დაამტკიცა. ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში 1 მარტს ჩავიდა.

«Sputnik V-ს» შეძენამ დაპირისპირება გამოიწვია სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში. კოალიციის ოთხი პარტიიდან ორი EMA–ს ნებართვის მიღებისთვის დაცდას ითხოვდა. ისინი კრაიჩის და მატოვიჩის გადადგომასაც ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კოალიციიდან გასვლითაც იმუქრებოდნენ.

ავტორი: ცოტნე ყურაშვილი