აბასთუმანში, “ავტოგრაფ ქოლექშენის” მშენებლობაზე ერთი მუშა დაშავდა

May 24, 2022

აბასთუმანში, სასტუმრო “ავტოგრაფ ქოლექშენის” მშენებლობაზე ერთი მუშა დაშავდა. როგორც მეცხრე არხი წერს, პირი 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

როგორია დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

რამდენად არის დაცული სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების ნორმები, თემაზე ჩვენი რედაქცია მუშაობას განაგრძობს.

ფოტო: Euronews