ადიგენში გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვთ

July 22, 2021

გასული სამი თვის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში გველის ნაკბენის ორი ფაქტი გამოვლინდა. ქვეწარმავლის შხამსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება სამცხე-ჯავახეთის 6 კლინიკაშია შესაძლებელი. ესენია, ახალციხის კლინიკა “იმედი” და “ევექსი”, ბორჯომის, ასპინძის , ნინოწმინდის და ახალქალაქის კლინიკები. 

ამ ეტაპზე შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა საერთოდ არ არ აქვთ ადიგენის მუნიციპალიტეტში, მიზეზად კი ამბობენ, რომ კლინიკა კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდა.

ასევე, ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში სახიფათო შხამიანი გველები არ არის, თუმცა გაუგებარია, თუ საჭიროება არ იყო კოვიდკლინიკად გადაკეთებამდე რატომ არსებობდა ეს ვაქცინა ადიგენში ან თუ ასეთი ქვეწარმავლები რეგიონში მაინც არიან დაკბენის შემთხვევაში რითი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი დახმარებას.

რაც შეეხება ალერგიის, ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მისი მიღება, რეგიონის ყველა კლინიკაშია შესაძლებელი.