ამ პიკში ჩვენთან სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა – გამყრელიძე ეპიდვითარებაზე​

December 8, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება 

„დადებითობის მაჩვენებელი 32% – 31% გვქონდა და ბოლო ორი დღე გვაქვს – 28 %. ანუ დინამიკა ამ დადებითობისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენი სტაბილიზაციის ელემენტები ამ პერიოდში, ამ პიკში გამოჩნდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 83%-ია, რაც ასევე კარგი შედეგია.