ანა მიქელაძემ ცესკო ოფიციალურად დატოვა

December 1, 2020

ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი ანა მიქელაძე ადასტურებს, რომ მან უწყება დატოვა. ამის შესახებ იგი Facebook-ის გვერდზე წერს. მისი თქმით, თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

“ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში.” – წერს ანა მიქელაძე.

ანა მიქელაძისა და ცესკო შეუთავსებელ პოზიციებზე ინფორმაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა. ანა მიქელაძე მედიასთან ბოლოს 2 ნოემბერს გამოჩნდა. მას შემდეგ ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებს ადამიანური რესურსების მართვის და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, შემდეგ კი ახალი პრესსპიკერი მართავდა.