არჩევნების მეორე ტურში მონაწილეთა რაოდენობამ 358 782 შეადგინა – ცესკოს უახლესი მონაცემები

October 30, 2021

ცესკოს უახლესი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეთა რაოდენობამ 358 782 შეადგინა. ამათგან ყველაზე მაღალი აქტივობა 24,6 % რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 13,2 % მცხეთა -მთიანეთში დაფიქსირდა.

დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მუნიციპალური ორგანოების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მათ შორის საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა, ბათუმში მოსახლეობამ მერობის კანდიდატები უნდა აირჩიოს.

ასევე, არჩევნები მიმდინარეობს საქართველოს კიდევ 15 თვითმმართველ თემში.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის არცერთ მუნიციპალიტეტში მეორე ტური არ ტარდება. აქ, პირველ ტურშივე ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა “ქართული ოცნების” კანდიდატებმა მიიღეს.