“არ მოგვერიდება სახელების დარქმევა “- დავით ზალკანიანი კიბერთავდასხმაზე

September 4, 2020

რა თქმა უნდა, არ მოგვერიდება სახელების დარქმევა თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას. 

„ ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ. იცით რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე მიიტანეს შეტევა. შეტევა იყო, რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ყველა ჩვენს პარტნიორთან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

შსს-ს ცნობით კიბერშეტევა 1 სექტემბერს მოხდა და მოპოვებული მასალა ინტერნეტსივრცეში ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების განმარტებით, კიბერშეტევის მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო. 

ამავე თემაზე:

Leave a Reply