ასოციაცია “ტოლერანტის” პროექტის 1 წლიანი მუშაობის შეჯამება

November 2, 2021

სკოლის ლაბორატორია, ახალგაზრდული სივრცე, სკვერი — ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სათემო ორგანიზაციები ჩამოაყალიბეს და საკუთარ სოფლებში პრობლემების მოგვარება დაიწყეს, რაშიც ასოციაცია ტოლერანტი ეხმარებათ.

პროექტი უკვე 1 წელია რაც ხორციელდება და 29 ოქტომბერს, შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურა.

პროექტის ფარგლებში ჯავახეთის ექვს, ცენტრისგან მოწყვეტილ სოფელში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა 6 სათემო ორგანიზაცია დაარსეს, რომლებიც ადვოკატირების საშუალებით თემში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.