ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“

May 18, 2022

R

ლიბერთიმ – ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ბიზნეს დიალოგის“  მოწვეულმა სპიკერებმა: ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.