ახალქალაქში TBC ბანკის ფილიალი დააზიანეს

August 30, 2022

ახალქალაქში TBC ბანკის ფილიალის შენობა დააზიანეს. ჩვენი ინფორმაციით, პირმა ბანკის ფილიალის მინები ჩაამტვრია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 

წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მოახერხეს. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. 

ინფორმაციას გვიდასტურებენ შსს-შიც და გვეუბნებიან, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლისთ მიმდინარეობს.