ახალციხეში მეწარმე და შემოქმედი ქალებისთვის გამოფენა გაყიდვა მოეწყობა

October 12, 2021

ახალციხეში, შემოქმედი და მეწარმე ქალების პოპულარიზაციისა და მათი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 5 ნოემბერს ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და არამარტო, შემოქმედი ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები საქართველოსთვისა”.

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნათია ტაბლიაშვილის თქმით, ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მისივე თქმით, ფესტივალი 2015 წლიდან თბილისში იმართება, წელს კი ახალციხეც შეუერთდება.