ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე 15 000 კუბამდე მიწის მასა ჩამოიშალა

January 25, 2022

ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე 15 000 კუბამდე მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა , ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიდასტურებენ.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამშაოები. მათივე თქმით, გასუფთავებულია შემოვლითი გზა, სადაც მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფოტო: არქივი