ახალციხის კლინიკა “იმედის” რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს

July 7, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის კლინიკა “იმედის” რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის ისინი, რომლებიც გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე გვიდასტურებს. მიზეზად შინაგანაწესის დარღვევას ასახელებს და მეგი ბაქრაძის საქმესთან კავშირს უარყოფს.

რეანიმატოლოგი, გიორგი აფციაური ერთ-ერთია გათავისუფლებულთაგან. გვეუბნება, რომ როცა სამსახურიდან გაუშვეს მიზეზი არ უთქვამთ. იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და თვლის, რომ მისი გათავისუფლება უსამართლო იყო.

“არ ვიცი მიზეზი. რაღაც დოკუმენტები გადმომცეს და არ ვიცი რას ნიშნავს. ვთვლი, რომ უასამართლოდ გამათავისუფლეს და ვაპირებ გასაჩივრებას,” – გვეუბნება აფციაური.

ჩვენ ზარებს არ პასუხობს კლინიკის კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი.

კლინიკის დირექტორის, გიორგი ბარძიმაძის თქმით, მათ ბოლო პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. “შეუძლიათ გაასაჩივრონ, ეს მათი გადასაწყვეტია. მეგი ბაქრაძის საქმესთან კავშირი არ აქვს ამ გადაწყვეტილებას.”