ახალციხის სოფლებში, სვირში, ბოგაში, წყორძაში და ტატანისში გარე განათების 97 ბოძის დამონტაჟება იგეგმება – ტენდერი

June 2, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში, სვირში, ბოგაში, წყორძაში და ტატანისში გარე განათების 97 ბოძის დამონტაჟებას გეგმავს, რომლისთვისაც ტენდერი 85 ათასზე მეტ ლარზე გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც სამუშაოების შესრულების ვალდებულებას აიღებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან, რვა კვირის ვადაში, სვირში 30, წყორძაში 23, ბოგასა და ტატანისში 22-22 განათების ბოძი უნდა დაამონტაჟოს. თითოეული მათგანი 30-40 მეტრის დაშორებით. 

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, ტენდერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა. შესაბამისად, თანხაც ამ მუხლიდან გამოიყოფა. 

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მერიას, მიმდინარე წელს, 46 დასახლების პროექტებისთვის 900 ათასზე მეტი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ფოტო: EMCI – emcigeorgia