ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 2 კვირით დისტანციურად ჩატარდება

September 7, 2020

ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 1 ოქტომბრიდან განახლდება. მანამდე კი სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება. გიორგი გახარიას თქმით, ამის მიზეზი აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციაა.

„ქობულეთსა და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ 1-ლი ოქტომბრიდან. მანამდე დაიწყებენ სწავლას დისტანციურად“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევები უკავშირდება უკვე ინფიცირებული პირების ოჯახურ კონტაქტებს, 20-დან 2 პირის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. აჭარაში დღეს საღამოს 600-ზე მეტ ტესტის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე.

Leave a Reply