ბორჯომის სკოლის დირექტორი სკოლაში “ალტ-ინფოს” სტიკერის გაკვრას უარყოფს

March 22, 2022

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომლის ავტორი ირწმუნება, რომ ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში, შესასვლელ კართან “ალტ-ინფოს” ტელევიზიის სააგიტაციო სტიკერია გაკრული. 

როგორც ფოტოს ავტორი გვეუბნება, ის გუშინ გადაიღო. 

აქვთ თუ არა ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში აღნიშნულთან დაკავშირებით? სკოლის დირექტორი, ხათუნა ხარაზიშვილი ჩვენთან საუბარში უარყოფს მსგავსი შინაარსის სტიკერის არსებობას და ამბობს, რომ “არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ ვიღაცამ შეგნებულად გააკრა, შემდეგ ფოტო გადაიღო და ისევ ჩამოხსნა”.

ჩვენს საგანმანათლებლო რესურსცენტრსაც დავუკავშირდით. აქ გვეუბნებიან, რომ “ალტ-ინფოს” სარეკლამო სტიკერის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.