ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები მუშაობის განახლებას ითხოვენ

May 2, 2022
ფოტო: არქივი

მინერალური წყლის “ბორჯომის” ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები კომპანიისაგან სამუშაო პროცესის აღდგენას მოითხოვენ. კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი ოლიგარქი სანქციებს დაექვდებარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავრირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე გვიდასტურებს.

როგორც “IDS ბორჯომი საქართველოში” გვეუბნებიან, ქარხნების მუშაობის შეჩერების მიუხედავად დასაქმებულები ანაზღაურებას იღებენ, თუმცა განსხვავებული პირობებით. გიორგი დიასამიძე გვეუბნება, რომ დასაქმებულები პირობებს დათანხმდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მუშაობის განახლებისას უწინდელ ანაზღაურებას დაიბრუნებენ.

კონკრეტულად რა შეთავაზებაზეა საუბარი, ამის შესახებ კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ რომ ქართული კომპანიის რუსი მფლობელი სანქციებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაექვემდებარა. აღნიშნულის შედეგად ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. ქარხნებში 300-მდე პირია დასაქმებული.

აქვე გეტყვით, რომ IDFI-მ სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყლების ბიზნესში რუსული კავშირები, საქართველოში 120-მდე კომპანიასთან დაადგინა. ვრცლად: საირმეს და ბორჯომის მინერალური წყლის რუსი მფლობელები — IDFI