ბორჯომის წყლის კომპანიის თანამშრომლების ნაწილი მერიას კომუნალური გადასახადების გადავადებას სთხოვს

May 17, 2022

IDS ბორჯომი საქართველოს გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის გენერალური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე გვეუბნება, დირექტორი მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და სხვებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. Რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ამის შესახებ კომპანიაში არ აკონკრეტებენ.

მისივე თქმით, შეხვედრა საკუთრივ  დასაქმებულებმა არ ისურვეს და აღნიშნულს შემდეგნაირად განმარტავს: “დასაქმებულები იმ შემთხვევაში შეხვდებიან კომპანიას, თუ ის 49 გათავისუფლებული პირიც იქნება.”

დიასამიძის თქმით, თუ კომპანიის ხელმძღვანელობა გათავისუფლებულ თანამშრომლებსაც არ შეხვდება და მედიაციის პროცესი არასათანადოდ გაიმართება, ისინი გაიფიცებიან. 

დღესვე კომპანიის თანამშრომლებმა ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებს მიმართეს ინიციატივით. ისინი მერიისგან ითხოვენ კომუნალური გადასახადების გადავადებას იმ პირების ოჯახებისთვის, რომლებსაც ხელფასი არ ჩაერიცხათ. მერი ოთარ არბოლაშვილი გვეუბნება, რომ იმ მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო შეძლებს თუ არა მუნიციპალიტეტი მათ დახმარებას “საკითხავია”.

​შეგახსენებთ, რომ IDS ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი რუსი მფლობელის სანქცირების გამო, კომპანიამ ბორჯომის ჩამოსხმა შეაჩერა. ხელშეკრულებებში ცვლილებები შეიტანა და იმ პირების ნაწილი, რომლებმაც განახლებულ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა გაათავისუფლა. ამ დროისთვის, კომპანიის ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია 49 თანამშრომელი. კომპანია «IDS ბორჯომი საქართველო»-ში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.