ბორჯომში კლდიდან გადმოვარდნილი პირი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს – შსს

July 22, 2021

ბორჯომში კლდიდან გადმოვარდნილი პირი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.

ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირე კლდიდან ადამიანი გადმოვარდა. ორ საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა უცნობია. ინფორმაციას ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.