“გადადგეს მთავრობა”, “დაისაჯონ ლექსოს მკვლელები” – აქცია ახალციხეში

July 11, 2021

“გადადგეს მთავრობა”, “დაისაჯონ ლექსოს მკვლელები” – მოძალადე ჯგუფების მიერ  სასტიკად ნაცემი “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, აქციას ახალციხიდანაც შეუერთდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი მდუმარედ აპროტესტებდნენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.