გამოუძიებელი მუქარები “ალტ-ინფოს” პარტიის მხრიდან – დეპუტატები მინისტრს რეაგირებას სთხოვენ

March 17, 2022

რა რეაგირება მოჰყვა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის წევრების მხრიდან ჟურნალისტების და აქტივისტების მისამართით მუქარას? კითხვა დღეს პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს დეპუტატებმა დაუსვეს. 

“რა რეაგირება გაქვთ „ალტ-ინფოს“ მუქარაზე ჟურნალისტების მიმართ. კერძოდ, ქეთი თუთბერიძის, რატი წვერავასა და მიხეილ დარბაიძის მიმართ?“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელის, თეონა აქუბარდიას ამ შეკითხვაზე პასუხს მინისტრი დეპუტატს შესვენების შემდეგ დაჰპირდა. 

მანამ აქუბარდიამ ისაუბრა აქტივისტ სამირა ბაირამოვას შესახებაც, რომელმაც “კონსერვატიული პარტიის” ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღება. აქტივისტს პარტიის წევრები დაემუქრნენ. 

აქუბარდიას შემდეგ მინისტრს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ნინო წილოსანმაც მიმართა და საქმის გამოძიების პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდა.