გაცდენილი და მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, – ახალციხის საკრებულოს შეფასება #TI

September 9, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889 

რამდენიმე კვირაში ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ეყოლება. მანამ კი ახლა მოქმედის საქმიანობის ანგ გამოაქვეყნა.

საკრებულოს სხდომები მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, გაცდენილი სხდომები, ფრაქციები ინიციატივების გარეშე, სხდომებზე განხილული საკითხები, რომლებსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი – დეტალურად ნახეთ სიუჟეტი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ საკრებულოს მუშაობის 2020 წლის მონიტორინგის შეფასების შედეგები გამოაქვეყნა. საკრებულოს სხდომები მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, გაცდენილი სხდომები, ფრაქციები ინიციატივების გარეშე, სხდომებზე განხილული საკითხები, რომლებსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი – საკითხებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმოხილვაში ვკითხულობთ.

კვლევის მიხედვით, საკრებულომ მიმდინარე წელს სულ 14 სხდომა გამართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 78 საკითხი განიხილა, მათ შორის კენჭისყრაზე 64 გავიდა, ყველა მათგანი უცვლელი სახით მიიღეს. ამასთან კვლევის მიხედვით, სხდომებს მთელი წლის განმავლობაში არც ერთი მოქალაქე არ დასწრებია. 2021 წლის ბიუჯეტი კი ხალხის, არასამთავრობო სექტორის და მედიის გარეშე დაამტკიცეს. საკრებულოში მიზეზად კოვიდპანდემიას ასახელებენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკრებულოს შეეძლო მოსახლეობისთვის ონლაინ პლატფორმა შეეთავაზებინა.

რაც შეეხება გაცდენებს, კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს საკრებულოს სხდომები ჯამურად 136-მა დეპუტატმა გააცდინა, მათგან 10-მა არასაპატიო მიზეზით. ხოლო საკრებულოს კომისიის 36 სხდომაზე დეპუტატების 122 გაცდენა დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 2 იყო საპატიო. აქვე ვკითხულობთ, რომ ახალციხის 33 დეპუტატიდან 21 საკრებულოს არცერთ სხდომაზე არ გამოსულა სიტყვით. მათ არც აზრი გამოუთქვამთ და არც მოხსენების უფლებით უსარგებლიათ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ამახვილებს ყურადღებას ეს მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე პროფილის სამი ორგანიზაციაა. კერძოდ დასუფთავების და ინფრასტრუქტურის მოწყობის ორგანიზაციები, ააიპ “ახალციხის სერვის ჯგუფი” , შპს “კეთილმოწყობა” და შპს “სერვისი”. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ როცა ახალი ააპის დაარსების თანხმობა გასცეს საკრებულოს დეპუტატებმა, არცერთს უკითხავს იყო თუ არა საჭირო ამდენი ერთი და იგივე დანიშნულების ორგანიზაცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს, გელა ნოზაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, შპს კეთილმოწყობა არ ფუნქციონირებს, ხოლო მის ოფიციალურ გაუქმებას დრო სჭირდება. რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე ერთხმად მიღებულ და დადასტურებულ ყველა საკითხს გვპასუხობს, რომ “თუ არ არის საჭირო რატომ უნდა შეიტანონ კორექტირება.”

როცა ნოზაძეს ველაპარაკეთ მან გვითხრა , რომ კვლევა ნანახი არ ქონდა, შესაბამისად სხვა შეკითხვებს ვერ უპასუხებდა და გვირჩია მოგვიანებით დავკავშირებოდით, თუმცა მას შემდეგ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

​კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2020 წელს ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა ჯამში 600 ათასზე მეტი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 555 ათასზე მეტი ლარი ხელფასებისთვის გაიწერა. ერთ წელში საკრებულომ 36 ათას ლიტრზე მეტი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 64 ათას ლარზე მეტი შეადგინა.