დავით გულიაშვილი ასპინძაში კონცერტს გამართავს

July 9, 2021

ასპინძის მერია მომღერალ, დავით გულიაშვილის ჩამოყვანას და ღონისძიების გამართვას გეგმავს. როგორც მერიაში გვეუბნებიან გულიაშვილმა კონცერტის ჩატარების ინიციატივა თავად გამოთქვა, რაზეც დათანხმდნენ.

რა თანხა დაიხარჯება ღონისძიებისთვის და რა უნდა გადაუხადონ მომღერალს ? კითხვით ჩვენ ასპინძის მერიაში დავრეკეთ. მერის მოადგილის, ლევან ბერიძეს თქმით, კონცერტი შესაძლოა საქველმოქმედო იყოს და ანაზღაურება არ გადაუხადონ.

რაც შეეხება ღონისძიებაზე დასწრებას, ის მერიის ინფორმაციით ღია ცის ქვეშ გაიმართება, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვის მიხედვით და მასზე დასწრებას მსურველები უფასოდ შეძლებენ.