“დაკონსერვებული საქართველო” – აქცია პარლამენტთან

January 25, 2021

ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსს მართავს. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კასრი მიიტანეს წარწერით – „დაკონსერვებული საქართველო“. 

“როდის უნდა გამოვფხიზლდეთ? “, ” შენ მუშაობ?- მე ვერა” ამ პლაკატებით აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

ქვეყნის გახსნა, ტრანსპორტის ამუშავება და კომენდანტის საათის გაუქმება, – აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქება 1-ელ მარტამდე გადაიდო.