,,დასახოცად მიგყავართ? „ – მარიუპოლელი ბავშვები რუს ჯარისკაცებს {Video}

March 27, 2022

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა 26 მარტს კრემლის პორპაგანდისტ სალავიოვთან  პირდაპირ ეთერში, უნებურად ისაუბრა იმ ბავშვების მდგომარეობაზე, რომელიც რუსულ ჯარს და სეპარატისტულ შენაერთებს მარიუპოლიდან, სავარაუდოდ , იძულებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე  გაჰყავთ.

სეპარატისტი მეთაურის მონათხრობი კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმ ტერორის სიმძიმეს, რომლის მსხვერპლი უპირველესად მარიუპოლში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები არიან.

,, ჩვენ შევძელით გამოგვეყვანა საკმაოდ ბევრი ბავშვი და ომბუდსმენი, რომელიც დაკავებულია ჩვენთან ამ ბავშვებით, ის გვიყვებოდა ასეთ ისტორიებს. როცა ბავშვები გამოყავდათ  (ეს არის ჯგუფი დაახლოებით 3-დან 17 წლამდე ბავშვების)  აი, უფროსები ჩუმად არიან, მაგრამ ასე 6-7 წლის ასაკის ბავშვები კითხულობენ. აი დონეცკში, მიყავთ უსაფრთხო ადგილას და ისინი კითხულობენ, გულწრფელად კითხულობენ  – ,,თქვენ ჩვენ დონეცკში დასახოცად მიგყავართ?“  – რა კოშმარია.  ბავშვები ხომ ამას ვერ მოიგონებენ,  ვერ მოიტყუებიან. მათ არი იციან მოტყუება. ეს ის არის რასაც მათ უნერგავდნენ“ – ყვება დონეცკის სეპარატისტული მთავრობის მეთაური.

მარიუპოლი თითქმის ერთი თვეა ალყაშია, ბოლო ცნობებით აქ დაბომბვების შედეგად  მთელი შენობა აღარ დარჩა . არის ათასობით მსხვერპლი, დაღუპულთა რაოდენობის დაზუსტება , ამ ეტაპზე, შეუძლებელია.  უკრაინული მხარის და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ჩარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით კორიდორს არ აძლევენ, ამიტომ მოქალაქეების ნაწილს , იძულებით უწევთ იმ ე.წ. ,,კორიდორის“ გამოყენება, რომელსაც ისინი  რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ მიჰყავთ. მათ შორის უმეტესი ბავშვია.

თუ რას ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი ნახეთ აქ :