ევროკავშირი, ამერიკა და უკრაინა – საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტ. პარტნიორები

April 28, 2022

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში ევროკავშირი, ამერიკა და უკრაინაა.

გამოკითხულთაგან 54 % ამ სტატუსს ევროკავშირს ანიჭებს, 53 %-ამერიკას და 45 % უკრაინას. მომდევნო სამეული თურქეთი (20%), აზერბაიჯანი (20%) და სომხეთი 7 %.

რუსეთი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა გამოკითხულთა 4 %-თვისაა, იგივე მაჩვენებელია ჩინეთთან მიმართებით.

IRT-ს კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი — 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.