ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება 

January 22, 2021

ე.წ. კომენდანტის საათი, რომელსაც მთავრობა გადაადგილების შეზღუდვას უწოდებს, ძალაში რჩება – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 5:00 საათამდე. 5 დიდ ქალაქში (ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ფოთი და თელავი) ტრანსპორტი იხსნება, თუმცა შაბათ-კვირას ისინი არ იმუშავებენ. ასევე ამავე ქალაქებში კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ დისტანციურად” – თქვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. 

ავტორი: ნატალი ნემსაძე