ვალეში ვაქცინაციის პროცესი განახლდება – ახალციხის მერია

September 7, 2021

8 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ვალეში, „ჯანმრთელობის სახლში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მორიგი ეტაპი ჩატარდება. მოსახლეობის ვაქცინაციას თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები განახორციელებენ, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიაში გვიდასტურებენ.

ქალაქ ვალისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, შეძლებენ აიცრან.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.