იუნესკომ TV პირველის ოპერატორი მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა

January 7, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

იუნესკომ TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა, მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. ის ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომლებიც თბილისი პრაიდის ჩატარების მოწინააღმდეგეთა მიერ დაშავდნენ.

დღესვე, რადიო თავისუფლების მერ გავრცელებულ, სამხარაულის ბიუროს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლების ინფორმაცით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ 05 ივლისს, ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 11 ივლისს კი იგი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.