კარანტინში ყოფნის ვადა 14-დან 8 დღემდე შემცირდა

September 7, 2020

კარანტინში ყოფნის ვადა 14-დან 8 დღემდე შემცირდა. გადაწყვეტილება დღეს უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების პარალელურად, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, ტესტი საკარანტინე სივრცის დატოვებისას ჩაუტარდება. PCR ტესტი განმეორებით უნდა გაკეთდეს საკარანტინო სივრცის დატოვებიდან მეთორმეტე დღესაც.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება.

სამთავრობო საიტის StopCov.ge-ის მონაცემებით, ამჟამად კარანტინს 5882 ადამიანი გადის.

Leave a Reply