“კომენტარს ვაძლევთ მედიას, მაგრამ არა იმას, რომელიც პარტიულია,” – ანტონ ობოლაშვილი კრიტიკული მედიისთვის ბოიკოტზე

July 22, 2021

“კომენტარს ვაძლევთ მედიას, მაგრამ არა იმას, რომელიც პარტიულია,” – გვეუბნება სამცხის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, კრიტიკული მედიისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. 

“ქართული ოცნების” და საპატრიარქოს პოზიცია სხვა ბევრის საკითხის მსგავსად, მედიასთან დაკავშირებითაც ერთმანეთთან დაახლოებულია. უმრავლესობის წევრთაგან მედიის მიმართ გახშირებულ კრიტიკას და სიძულვილის ენით მოხსენიებას საპატრიარქო დღეს კიდევ ერთხელ შეუერთდა და შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა: “სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამორჩეული მედიების ეთერით პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც. უხეშად ირღვევა რა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  საჯაროდ კვლავ ხდება დემონსტრირება ფსიქოლოგიური ძალადობის და სამოქალაქო მშვიდობისათვის ხელის შეშლის, რაც საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის რატომღაც შეუმჩნეველი რჩება.”

ნახეთ ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძეს კომენტარი ( დააჭირეთ აქ )