კომკომმა “ალტ-ინფოს” ეროვნული მაუწყებლის უფლება მიანიჭა

September 9, 2021

კომუნიკაციების კომისიამ “ალტ-ინფოს” ეროვნული მაუწყებლის უფლება მიანიჭა, შესაბამისად მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და ხელმისაწვდომი უფასოდ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლობა 2021 წლის 15 სექტემბრიდან გაეშვება. 

ეროვნული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად “ალტ-ინფოს” თვეში მინიმუმ 22 ათასი ლარი დასჭირდება. გასული კვარტლის მონაცმებით არხის შემოსავალი თვეში საშუალოდ 8 ათასი ლარი იყო. ავტორიზაციის წესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – მატერიალური შესაძლებლობა, კომისიისთვის არ იყო დამაბრკოლებელი გარემოება არხისთვის სამაუწყებლო არეალი გაეზარდა.

შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფო” დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიუძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

მაუწყებლობა არაერთხელ მოხვდა ფაქტ ჩეკერების კვლევებში, როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.