კონგრესმა ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა

January 7, 2021

კონგრესმა ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა. კაპიტოლიუმში გამართულ სხდომაზე დაამოწმეს საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ჯო ბაიდენმა -306 
  • ტრამპმა – 232

ვერმონტის სამი საარჩევნო ხმის დათვლის შედეგად ბაიდენმა და არჩეული ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარის გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე გადააჭარბეს, რაც პრეზიდენტობის მოსაპოვებლად არსებული ბარიერია.

მიუხედავად სენატის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისა, დონალდ ტრამპი კვლავ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. 

“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები მხარს მიმაგრებს, 20 იანვარს იქნება ძალაუფლების კანონიერი/დისციპლინირებული გადაცემა”, – თქვა მან სენატის მიერ შედეგების დადასტურების შემდეგ. 

მისივე განცხადებით, ბრძოლას გააგრძელებს, რომ ყველა იურიდიული ხმა დაითვალონ. მანამდე მისმა გუნდმა  სხვადასხვა შტატის შედეგები არაერთგზის, უშედეგოდ გაასაჩივრა.

6 იანვარს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. კაპიტოლიუმში ამ დროს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. მომიტინგეები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა.

სხდომა დღეს დილით, დაახლოებით 4 საათის შემდეგ  კაპიტოლიუმში  შეჭრილი ტრამპის მხარდამჭერების გაყვანის შემდეგ განახლდა.

მომხდარის შედეგად პოლიციის ინფორმაციით გარდაიცვალა 3 ადამიანი დაკავებულია 50-ზე მეტი პირი. მასობრივი არეულობების გამო ვაშინგტონის მერმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.