ლიბერთის და ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

June 24, 2022

ლიბერთი ბანკსა და ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე.  ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები, ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე.