მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 ოცნების შემომწირველია -TI კვლევა

September 11, 2020

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი 30-დან 19 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში – საერთაშორისო გამჭირვალობა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ კვლევას აქვეყნებს. 

ორგანიზაციაში 2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე მმართველი გუნდის მაჟორიტარებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, ქონებრივი დეკლარაციები, პოლიტიკური შემოწირულობები შეისწავლეს.  

კვლევის თანახმად, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო  „ქართული ოცნების“ შემომწირველი. მათ მმართველ პარტიას ჯამში 740,826 ლარი შესწირეს. მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3,702,826 ლარი შესწირეს.

მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან:

  • გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾;
  • ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾;
  • ირაკლი ხახუბია 458,000 ₾;
  • დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾;
  • ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾.

TI-ის კვლევით ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც შესწირა თანხა. ესენი არიან: ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაალ დუგლაძე, ირაკლი ხახუბია და ანზორ ბოლქვაძე. 

დეტალურად კვლევას გაეცანით აქ.

Leave a Reply