“მდინარემ საყრდენ კედელს საძირკველი გამოურეცხა” – ბორჯომში საფეხმავლო გზაზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა

May 6, 2022

ქალაქ ბორჯომის ე.წ ახალი უბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზის მიმდებარედ საფეხმავლო ნაწილზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. როგორც მერი, ოთარ არბოლაშვილი გვეუბნება მიზეზი “მდინარე მტკვარზე წყლის დონის მატებაა, რამაც საყრდენ კედელს საძირკველი გამოურეცხა, დაიწია კედელი და ჩავარდა მიწა.”

მისივე თქმით, იგეგმება საპროექტო ჯგუფის და გეოლოგების ჩართულობა, რათა პროექტი მოამზადონ, თუმცა ამას ადიდებული მდინარე აფერხებს და ელოდებიან წყლის დონის დაწევას. მერის თქმით, ხვალ იგეგმება დაზიანებულ ნაწილზე ხეების მოჭრა, რათა არ დამძიმდეს ნიადაგი. 

თავდაპირველი ინფორმაცია ამის შესახებ “ტელეკომპანია ბორჯომმა ” გაავრცელა, როგორც მათთან ადგილობრივები საუბრობენ შესაძლოა გზის ეს ნაწილი მთლიანად ჩაინგრეს და აღნიშნული დასახლება სამანქანო გზის გარეშე დარჩეს.