მთავრობა გადაადგილებაზე შეზღუდვას აწესებს

November 26, 2020

ქვეყნის მასშტაბით, 28 ნოემბრიდან იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

საქარათველოს 8 ქალაქში საქალაქთაშორისო გადააგილებასთან ერთად ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტის, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მოძრაობა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში. ეს შეზღუდვა მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება.

გადაადგილებაზე შეზღუდვა გაგრძელდება 31 იანვრის ჩათვლით.