მთავრობის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

October 1, 2021

მთავრობის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, – აღნიშნა პრემიერმა

მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის ცალკეული ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და უფრო მეტიც, ამბობდნენ, რომ ის თითქოსდა ტრუსკავეცში იმყოფებოდა, დღის ბოლოს პრემიერ- მინისტრმა აღნიშნული ბრიფინგით დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყანაში ისე შემოვიდა, რომ ამის შესახებ მთავრობაში ინფორმაცია არ ჰქონდათ.


საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილიდან გაავრცელა და ნათქვამის დასტურად რამდენიმე ვიდეო გაავრცელა.