მითი VS რეალობა – COVID19

October 26, 2021

“COVID19 ადამიანს ანძებით არ გადაეცემა, არც თხევადი ჩიპები შექმნილა ჯერ” – ფაქტები მითების ნაცვლად

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთი აქტიურობით უწყვეტად ბოლო პოზიციებზეა, ქვეყნის სხვა რეგიონებ​თან შედარებით. მოსახლეობის პასიურობა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, ერთ-ერთი ყალბი ინფორმაციის გავლენაა.

ჩვენ გავეცანით რამდენიმე აქტიურად გავრცელებულ დეზინფორმაციულ გზავნილს და შევეცადეთ მათზე კვალიფიციური პასუხებით გაგვექარწყლებინა ისინი.