მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში- გიორგი გახარია

November 26, 2020

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ეს მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვისთვისაა.

„საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ვეცადოთ 70 წელს ზემოთ ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დავტოვოთ სახლში. ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა“,- განაცხადა გახარიამ.

დღეს საქართველოშ 2 თვიანი გეგმის მიხედვით რიგი შეზღუდვები ამოქმედდა.