მოსკოვის სასამართლომ ნავალნის პატიმრობა მიუსაჯა

February 3, 2021

რუს პოლიტიკოსსა და ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.

მოსკოვის სასამართლოს 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნავალნის 3.5 წლიან სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.- ინფორმაციას Meduza ავრცელებს. ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ ოპოზიციონერმა შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. გამოცემის თანახმად, ნავალნის დაცვის მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რუსეთში 2 კვირაზე მეტია ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს. დამოუკიდებელი სამეთვალყურეო ორგანიზაცია OVD-Info იტყობინება, რომ 3 თებერვლის დილის მონაცემებით, 10 ქალაქში 1408-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის თანხის თაღლითურად მითვისებასა და გაფლანგვაში ედავება.

ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში “ნოვიჩოკით” მოწამვლის შემდეგ, ბოლო რამდენიმე თვე გერმანიაში მკურნალობდა, 17 იანვარს რუსეთში ჩასვლისას აეროპორტშივე დააკავეს.