ნაადრევი ქორწინება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, დეზინფორმაცია – შეხვედრა ახალციხეში

April 27, 2022

ნაადრევი ქორწინება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, დეზინფორმაცია – რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და რა არსი ამისი მიზეზი. სპეციალისტების განმარტებით, ცვლილებების სწრაფად განხორციელებას ინფორმაციასთან სუსტი წვდომა აფერხებს, ასევე ნაკლებია გადამოწმებული და სწორი ინფორმაცია.

ამ მიმართულებით მუშაობისთვის შეიქმნა ორი პლატფორმა, ეთნიკურად სომხებისთვის “განძი” და აზერბაიჯანელებისთვის “ფანჯარა”. მიზანი, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაა მათთვის გასაგებ ენებზეა.

შეხვედრა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ახალციხის ოფისში გაიმართა.